VIII საერთაშორისო სტუდენტური სამიტი "ადამიანის უფლებების დაცვა და გლობალური უსაფრთხოება"









09/14/2022 2022 წლის 13-14 ოქტომბერს უკრაინის დნეპროპეტროვსკის შინაგან საქმეთა სახელმწიფო უნივერსიტეტის (Dnipropetrovsk State University of Internal Affairs) თანაორგანიზატორობით გაიმართება VIII საერთაშორისო სტუდენტური სამიტი "ადამიანის უფლებების დაცვა და გლობალური უსაფრთხოება".

საერთაშორისო სტუდენტურ სამიტში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. თითოეული უნივერსიტეტიდან წარმოდგენილი უნდა იყოს 1 გუნდი, მაქსიმუმ 3 წევრით.

თითოეული გუნდი უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულად, სააპლიკაციო განაცხადის გაკეთებამდე 2-3 დღით ადრე.

საკონკურსო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 10.10.2022.

საკონკურსო ჟიური გამოავლენს პირველ სამ ადგილზე გასულ პროექტებს და გამარჯვებულ ინდივიდუალურ ნომინაციებს, რომლებსაც გადაეცემათ შესაბამისი დიპლომები. ასევე, სპეციალური ჯიდლოები გადაეცემათ ღონისძიების ყველა მონაწილეს, სამიტის ორგანიზატორებისა და პარტნიორი ინსტიტუციებისგან.

სამიტის სამუშაო ენებია უკრაინული, ინგლისური, გერმანული და პოლონური.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ დანართი.

საკონტაქტო პირი:
ტატიანა ჩუმაჩენკო (Tatyana Chumachenko)
საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ელ.ფოსტა: ird.dduvs@gmail.com

 

სიახლეებში დაბრუნება