ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის









09/09/2022 განახლდა ყოველკვირეული კონსულტაციები Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის.

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2022-2023 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში პირველი საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის მიმდინარე წლის 12 სექტემბრიდან დაიწყება ონლაინრეჟიმში, სასწავლო პროცესის დაწყებისთვის იგეგმება შეხვედრების პირისპირ რეჟიმში გაგრძელება.

პირველი კონსულტაცია სტუდენტებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 12 სექტემბერს, 14:00 საათზე; თანამშრომლებისთვის - პარასკევს, 16 სექტემბერს, 11:00 საათზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, შეუერთდნენ ჯგუფს ფეისბუკგვერდზე, გაეცნონ ინფორმაციას უნივერსიტეტის Erasmus+ ვებგვერდზე, ასევე, გზამკვლევს.

დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.

ონლაინკონსულტაციაზე დასასწრებად საჭიროა webex-ის აპლიკაცია - https://www.webex.com/ 

შეხვედრის ლინკი
Marika Zviadadze's Personal Room 
https://meetingsamer37.webex.com/meet/pr1267627401

შეგახსენებთ: 2015 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს ერაზმუს+ (Erasmus+) პირველი აქტივობის (ინდივიდუალური სასწავლო მობილობა) ფარგლებში - საერთაშორისო მობილობას კრედიტების დაგროვებით - International Credit Mobility (ICM).

 

სიახლეებში დაბრუნება