ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრები









09/06/2022 ილდიზის ტექნიკური უნივერსიტეტი (სტამბოლი, თურქეთი) (Yildiz Technical University – YTU) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრებისთვის (I ან II  სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

აკადემიური და ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 5.11.2022.
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 10 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 16 ნოემბრამდე.

ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური და 1 ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში. აკადემიური პერსონალისთვის პრიორიტეტულია შემდეგი სპეციალობები: ბიზნესადმინისტრირება, ბიოსამედიცინო ინჟინერია; ადმინისტრაციული პერსონალისთვის - განსაზღვრულია საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლის მობილობა, რომლის საქმიანობა უშუალოდ Erasmus+ გაცვლითი პროექტების განხორციელებას უკავშირდება და ვალდებული იქნება, მონაწილეობა მიიღოს კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ადმინისტრაციული პერსონალის ტრეინინგის საერთაშორისო კვირეულში).

 

სიახლეებში დაბრუნება