Erasmus+ - სამუშაო შეხვედრა Junia ISEN Lille უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან









09/06/2022 2022 წლის 6 სექტემბერს გაიმართა სამუშაო შეხვედრა სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და Junia ISEN Lille უნივერსიტეტის (ლილი, საფრანგეთი) წარმომადგენლებს შორის.

შეხვედრა ონლაინრეჟიმში ჩატარდა და შეეხო Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში კოორდინატორი ფრანგული უნივერსიტეტის პროფესორის მობილობას იმს ფაკულტეტზე. გადაწყდა, რომ მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს ფაკულტეტის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის სტუდენტებისთვის ლილის უნივერსიტეტის პროფესორი წაიკითხავს სალექციო კურსს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ჩაშენებული ელექტრონიკის საკითხებზე.

სამუშაო შეხვედრაზე, ასევე, განხილული იქნა საფრანგეთის უნივერსიტეტის კოორდინირებით მიმდინარე Erasmus+ მობილობის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები და ახალი წარმატებული საპროექტო განაცხადის დაზუსტებული დეტალები. საგულისხმოა, რომ კონკურსი მიმდინარე და ახალი გაცვლითი პროექტების ფარგლებში უკვე მალევე გამოცხადდება და სტუ-ს ინფრომატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ მასში.
Возможно, это изображение 7 человек, экран и текст
სამუშაო შეხვედრას კოორდინატორი უნივერისტეტიდან ესწრებოდნენ პროექტის კოორდინატორი, ქალბატონი ვირა ვანეპენი (Vira Wannepain) და პროფ. ნასიმ იჰადადენე (Nacim IHADDADENE), ხოლო სტუ-ს მხრიდან - ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, პროფ. ლილი პეტრიაშვილი; საერთაშორისო ურთიერთბათა დეპარტამენტის უფროსი, პროფ. დევი ხვედელიანი და დეპარტამენტის თანამშრომლები, ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილი და მარიკა ზვიადაძე, რომელთა საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება Erasmus+ საერთაშორისო მობილობის პროექტების მომზადებასა და იმპლემენტაციას სტუ-ში.


 

სიახლეებში დაბრუნება