ფოჯის უნივერსიტეტი - სემინარები სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების საკითხებზე









09/06/2022 2022 წლის სექტემბრეში ფოჯის უნივერსიტეტში (University of Foggia) (ფოჯა, იტალია) მიწვეულია პოლონელი პროფესორი ზოფია კოლოშკო-ჩომენტოვსკა (Zofia Koloszko-Chomentowska), რომელიც ატარებს სემინარების სერიას სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების საკითხებზე:

1. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების კონცეფცია. სოფლის მეურნეობისა და სოფლის ახალი ფუნქციები (ერთფუნქციურობა, მრავალფუნქციურობა, დასვენება, ეკოლოგია, კულტურა);
2. ორგანული მეურნეობა, როგორც სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება (პოლონეთისა და ლიეტუვის მაგალითზე);
3. სოფლის მეურნეობის წარმოება და გარემო – თანამედროვე გამოწვევები. ფერმერული მეურნეობის ეკონომიკა;
4. სოფლის მეურნეობისა და სოფლის მეწარმეობის მდგრადი განვითარების მართვა. მხარდაჭერა სახელმწიფო სახსრებიდან;
5. მობილურობა და ხელმისაწვდომობა სოფლად - ინოვაციური გადაწყვეტილებები.

ვებინარები გაიმართება googlemeet პლატფორმის საშუალებით 3 კვირის განმავლობაში:

8 სექტემბერი - 13:00-იდან 14:30 საათამდე
13 სექტემბერი - 12:00-იდან 13:30 საათამდე
14 სექტემბერი - 12:00-იდან 13:30 საათამდე
20 სექტემბერი - 12:00-იდან 13:30 საათამდე
21 სექტემბერი - 12:00-იდან 13:30 საათამდე

ქართველ სტუდენტებს, მკვლევრებსა და პროფესორებს საშუალება აქვთ, დაესწრონ აღნიშნულ სემინარებს და ჩაერთონ დისკუსიებში.

კურსის ბოლოს აქტიური მონაწილეები მიიღებენ დასწრების სერტიფიკატს. 

ზოფია კოლოშკო-ჩომენტოვსკა არის ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (მენეჯმენტის, ეკონომიკისა და ფინანსების დეპარტამენტი). იგი 130-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი და 50-ზე მეტი ეროვნული თუ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეა. კოლოშკო-ჩომენტოვსკა არის სხვადასხვა ეროვნული და უცხოური სამეცნიერო ჟურნალის რეცენზენტი, სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებასთან დაკავშირებული რამდენიმე პროექტის კოორდინატორი და ექსპერტი. ზოფია კოლოშკო-ჩომენტოვსკა არის არაერთი ორგანიზაციის წევრი, მათ შორისაა ფერმერთა და სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციების ეროვნული კავშირის სამეცნიერო საბჭო, სოფლის მეურნეობის ინჟინრებისა და ტექნიკოსების ასოციაცია, პოლონეთის სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის ეკონომისტთა ასოციაცია და სხვა.

 

სიახლეებში დაბრუნება