ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი









08/30/2022 კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (კოშალინი, პოლონეთი) (Politechnika Koszalinska / Koszalin University of Technology - KUT) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 19.09.2022.
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 21 სექტემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 23 სექტემბრამდე.

კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 3 აკადემიური პერსონალის მობილობა კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია საინჟინრო, მანქანათმშენებლობის მიმართულებები).

 

სიახლეებში დაბრუნება