ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი (საერთაშორისო კვირეული)









08/30/2022 ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Lublin University of Technology – LUT) (ლუბლინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 19.09.2022.
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 21 სექტემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 23 სექტემბრამდე.

შერჩეული პირები უნდა დაესწრონ 2022 წლის 17-21 ოქტომბერს ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში დაგეგმილ  საერთაშორისო კვირეულს.

საერთაშორისო კვირეულის სამუშაო გრაფიკის მიხედვით, მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ პრეზენტაცია თავიანთი უნივერსიტეტის შესახებ (თუ ერთი უნივერსიტეტიდან მონაწილეობას ღებულობს რამოდენიმე პირი, საკმარისია ერთ-ერთმა მონაწილემ წარმოადგინოს აღიშნული პრეზენტაცია). ამასთან ერთად, ღონისძიების თითოეული მონაწილე ვალდებულია, წარმოადგინოს პრეზენტაცია დარგში მის მიერ ჩატარებული კვლევების, მიღებული შედეგებისა და შემუშავებული ინოვაციური გამოგონებების შესახებ.

დამატებითი ინფორმაცია მიმღები უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 2 აკადემიური პერსონალის მობილობა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია  შემდეგი სპეციალობები: სამშენებლო, არქიტექტურა, კომპიუტერული მეცნიერებები, ელექტროინჟინერია და მენეჯმენტი).

 

სიახლეებში დაბრუნება