Erasmus+ - სტუ-ს სტუდენტის თორნიკე კახეთელიძის მობილობა პარიზ-საკლეს უნივერსიტეტში









08/04/2022
გამარჯობა. მე ვარ თორნიკე კახეთელიძე და ვსწავლობ მაგისტრატურაზე, კერძოდ ბიოსამედიცინო ინჟინერიაზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. აქ შევხვდი ადამიანებს, რომლებიც მამხნევებენ და მეხმარებიან გზის გაკვლევაში. მინდა ვისარგებლო ამ შანსით და მადლობა გადავუხადო ჩემს ლექტორებს, ქალბატონ ირინა გოცირიძეს და ბატონ პაატა კერვალიშვილს. ასევე დიდი მადლობა Erasmus + გუნდს, რომლებიც ყოველთვის მზად არიან ნებისმიერი სახის მხარდაჭერისათვის.

მონაწილეობა მივიღე Erasmus + პროექტში, რომელიც მოიცავს სტუდენტების სტაჟირებას. სტაჟირების დროს ვმუშაობდი LiquidO პროექტზე Paris-Saclay-ს უნივერსიტეტში, კერძოდ IJCLab-ში (ირენ ჟოლიო-კიურის სახელობის ორი უსასრულობის ფიზიკის ლაბორატორია). თავდაპირველად გავიცანი ბატონი სერგეი ბარსუკი, რომელიც არის CNRS კვლევის დირექტორი IJCLab-ში და ის დამეხმარა ლაბორატორიაში ჩემი ადგილის პოვნაში. IJCLab-ში მე ვიყავი ჯულია ჰულთან, რომელიც არის კვლევის ინჟინერი (ის არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ადამიანი ვინც კი ოდესმე შემხვედრია). ასევე, ლაბორატორიაში გავიცანი ადამიანები, რომლებმაც თავი შემაყვარეს! ამ გუნდის სიტყვებით ახსნა შეუძლებელია. ისინი განსხვავებულები არიან. ყველა დღე, ყველა საათი თუ წამი ბედნიერი ვიყავი მუშაობის დროს.

თხევადი სინტილატორის დეტექტორი (LSD) ფართოდ გამოიყენება ნეიტრინოს დასაფიქსირებლად. ახლახანს დაინერგა დეტექტირების ახალი ტექნიკა, რომელსაც ჰქვია ’’LiquidO’’.  იგი ეფუძნება გაუმჭვირვალე სინტილატორის გამოყენებას. სტაჟირების დროს ვმუშაობდი ProtO ტესტ ბენჩთან. ProtO არის ექსპერიმენტული სეთაფი, რომელიც გამოიყენება LiquidO დიზაინის ოპტიმაზიციისთვის. ჩვენ ვიყენებთ ProtO-ს სხვადასხვა გადაწყვეტილებების შსამოწმებლად და დეტექტორის დიზაინის გასაუმჯობესებლად, რომელიც მოიცავს: Wavelength shifting fiber/SiPM წყვილ სისტემა, ფაიბერის დამაგრება, დაძაბულობა, ჭრის და გაპრიალების ეფექტი და სინათლის არეკვლა ფაიბერის ერთ ბოლოში.  ასევე დავტესტეტ სხვადასხვა იდეები, თუმცაღა, ვფიქრობ ეს საკმარისია.
ყველა ამ გამოცდილებამ მომცა უზარმაზარი მოტივაცია, რომ გავხდე უკეთესი.
მადლობა ისევ და ისევ!
პატივისცემით
თორნიკე კახეთელიძე
  

 

სიახლეებში დაბრუნება