სადოქტორო სტიპენდიები ტუშის უნივერსიტეტში









08/01/2022 ტუშის უნივერსიტეტი (Università degli Studi della Tuscia - UNITUS) (ვიტერბო, იტალია) აცხადებს კონკურსს სადოქტორო სტიპენდიის მოსაპოვებლად.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, შეიტანონ სააპლიკაციო განაცხადი მოცემული პროგრამებიდან ერთ-ერთზე:

• ევროპული და გლობალური ბაზრების კანონი. კრიზისი, უფლებები, რეგულაცია
• ეკოლოგია და გარემოსდაცვითი რესურსების მდგრადი მართვა
• ეკონომიკა, მენეჯმენტი და გამოთვლითი მეთოდები
• ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის ინჟინერინგი
• მემცენარეობა და მეცხოველეობა
• ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა
• მეცნიერება, ტექნოლოგია და ბიოტექნოლოგია
• ახალი პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია პოლიტიკურ მეცნიერებებზე

სწავლა ზემოაღნიშნულ სასწავლო პროგრამებზე დაიწყება 2022 წლის ნოემბერში და თითოეული მათგანი სამწლიანია.

საკონკურსოდ განსაზღვრულია 80 თავისუფალი ადგილი. 

შერჩეული სტუდენტები პრაქტიკას გაივლიან მაღალკვალიფიციურ კვლევით დაწესებულებებში.

დამატებითი ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ აქ.

სააპლიკაციო განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2022 წლის 26 აგვისტო.

 

სიახლეებში დაბრუნება