Erasmus+ - ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენელთა აკადემიური მობილობა სტუ-ში









08/01/2022
2022 წლის 27 ივნისიდან 1-ელ ივლისამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის მობილობის მიზნით, სტუმრობდნენ პროექტის კოორდინატორი ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Lublin University of Technology - LUT) (ლუბლინი, პოლონეთი) წარმომადგენლები მარეკ ოპიელაკი (Marek Opielak) მანქანათმშენებლობის ფაკულტეტიდან და პაველ ჟუკოვსკი (Pawel Zukowski) და ვიტალი ბონდარიევი (Vitalii Bondariev) ელექტროინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტიდან.

პოლონელი პროფესორები მანამდეც სტუმრობდნენ ტექნიკურ უნივერსიტეტს და ქართველ კოლეგებთან საკმაოდ მეგობრული ურთიერთობებიც დაამყარეს.

მობილობის პერიოდში ისინი შეხვდნენ რექტორის მოადგილეს მეცნიერების დარგში, პროფ. ზურაბ გასიტაშვილს. სამუშაო შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა სტუ-ს საერთაშორისო ურთოერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფ. დევი ხვედელიანი. განხილული იქნა ორ უნივერსიტეტს შორის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამეცნიერო მიმართულებით ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელების პერსპექტივები.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრებზე განხილული იქნა ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენელთა მობილობის დეტალები და მობილობასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაცია. ასევე, პოლონელმა სტუმრებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს თავისი უნივერსიტეტის გამოცდილება ონლაინსწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით პანდემიის პირობებში და შემუშავებულ რეგულაციებზე.

საგულისხმოა, რომ სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელშეწყობით, პოლონელ კოლეგებს კიდევ ერთხელ მიეცათ საშუალება, უფრო ახლოს გაცნობოდნენ ქართულ სამზარეულოს, საქართველოს კულტურას, თბილისის ღირსშესანიშნაობებს.

 

სიახლეებში დაბრუნება