Erasmus+ - სალექციო კურსი ელასტიკურ მყარ სხეულებში ტალღის გავრცელების მათემატიკური თეორიის შესახებ, მათემატიკის დეპარტამენტში









08/01/2022
2022 წლის 20 – 24 ივნისს, Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, აკადემიური საქმიანობის განხორციელების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდა პროექტის კოორდინატორი კილის უნივერსიტეტის (Keele University) (კილი, დიდი ბრიტანეთი) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექტორი, დოქტორი დანილა პრიკაზჩიკოვი (Danila Prikazchikov).

ახალგარდა ლექტორს დიდი ბრიტანეთიდან უმასპინძლა სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფ. დავით ნატროშვილმა. მისი ორგანიზებით ახალგაზრდა ინგლისელმა მკვლევარმა დეპარტამენტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ჩაატარა ლექცია ელასტიკურ მყარ სხეულებში ტალღის გავრცელების მათემატიკური თეორიის შესახებ.

მობილობის პერიოდში დოქტორ პრიკაზჩიკოვი შეხვდა ტექნოლოგიების და საგრანტო პროექტების ოფისის წარმომადგენლებსაც, სადაც განიხილეს ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული “Creative Spark” პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივები.

საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის დეტალები, შესაბამისი დოკუმენტაცია.

მობილობის პროგრამა ითვალისწინებდა სოციალურ-კულტურულ აქტივობებსაც და პროფ. დავით ნატროშვილის ორგანიზებითა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელშეწყობით, ახალგაზრდა ინგლისელ მათემატიკოსს შესაძლებლობა მიეცა, კიდევ უფრო ახლოს გაცნობოდა ქართულ ტრადიციებსა და კულტურას.

 

სიახლეებში დაბრუნება