Erasmus+ - სტამბოლის Bilgi უნივერსიტეტის წარმომადგენლის მობილობა ტრეინინგის მიზნით, სტუ-ში









08/01/2022

2022 წლის 24 – 28 იანვარს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის მიზნით, სტუმრობდა პროექტის კოორდინატორი სტამბოლის Bilgi უნივერსიტეტის (Istanbul Bilgi University) (სტამბოლი, თურქეთი) ბიბლიოთეკის თანამშრომელი, ტექნიკური მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და გუნდის მენეჯერი, ქალბატონი ვილდან ორანჯი (Vildan Oranci).

ახალგაზრდა თურქი ბიბლიოთეკარის მობილობა მიზნად ისახავდა უფრო ახლოს გაცნობოდა სტუ-ს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროცესებს, განსაუთრებით ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა ღია წვდომა ელ.რესურსებზე; რესურსების გაზიარება; ელ.წიგნების კოლეციების განვითარება; ბიბლიოთეკაში ტექნიკური სერვისების ოპერაციები, როგორიცაა კატალოგიზირება, დაკომპლექტება და სხვ. ასევე, საბიბლიოთეკო ფონდების მენეჯმენტთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარება.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლის, მარიკა ზვიადაძის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრები სტუ-ს ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დირექტორთან, პროფ. ვაჟა პაპასკირთან, სადაც ქართველმა და თურქმა კოლეგებმა განიხილეს ზემოაღნიშნული საკითხები, გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება პროფესიულ საქმიანობაში და, ასევე, ისაუბრეს სამომავლოდ ერთობლივი პროფესიული აქტივობების განხორციელების შესაძლებლობებზე ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან ერთად.

ბატონმა ვაჟამ თურქ სტუმარს ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური გამოცემებიც დაათვალიერებინა და მოუთხრო საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ისტორიის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ პროფ. პაპასკირმა თურქულ ენაზე წარმართა სამუშაო შეხვედრები, რამაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა თურქ სტუმარზე.

საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში გამართულ შეხვედრებზე განიხილეს ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის დეტალები, შესაბამისი დოკუმენტაცია. ასევე, პროგრამით გათვალისწინებული სოციალურ-კულტურული აქტივობები. საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელშეწყობით, თურქ კოლეგას სტამბოლის Bilgi უნივერსიტეტიდან შესაძლებლობა მიეცა, უფრო ახლოს გაცნობოდა თბილისისა და მისი შემოგარენის ღირსშესანიშნაობებს.

 

სიახლეებში დაბრუნება