Erasmus+ - სტამბოლის Bilgi უნივერსიტეტის წარმომადგენელთა მობილობა ტრეინინგის მიზნით, სტუ-ში









07/29/2022

2022 წლის 13 – 17 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის მიზნით, სტუმრობდნენ პროექტის კოორდინატორი სტამბოლის Bilgi უნივერსიტეტის (Istanbul Bilgi University) (სტამბოლი, თურქეთი) წარმომადგენლები ჰილმი დიონმეზი (Hilmi Dönmez) და ბარიშ ასლანი (Barış Aslan).

ჰილმი დიონმეზი და ბარიშ ასლანი თურქული უნივერსიტეტის ტალანტთა განვითარებისა და ინტერნშიპის საკოორდინაციო ოფისის თანამშრომლები არიან. ახალგაზრდა თურქი კოლეგების მობილობა მიზნად ისახავდა საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას სტუდენტებისათვის საკონსულტაციო პროცესების წარმართვასთან დაკავშირებით.

მობილობის პერიოდში სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე თურქმა სტუმრებმა ისაუბრეს თავიანთ უნივერსიტეტზე და მათი დეპარტამენტის საქმიანობაზე. ასევე, შეხვდნენ Erasmus+ მობილობის პროექტით სტუ-ში იმავე პერიოდში მყოფ თავიან პოლონელ კოლეგას, არქიტექტორ ტომაშ ტომაშეკს (Tomasz Tomaszek) პოლონეთის ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (Rzeszów University of Technology). თურქმა და პოლონელმა კოლეგებმა ერთმანეთს გაუზიარეს Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული გამოცდილება თავიანთ უნივერსიტეტებში.

ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის პროგრამა ითვალისწინებდა სხვადასხვა სოციალურ-კულტურულ აქტივობებსაც და სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელშეწყობით, ახალგაზრდა თურქ კოლეგებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ საქართველოს კულტურას, თბილისის ღირსშესანიშნაობებს.

 

სიახლეებში დაბრუნება