Erasmus+ - სტამბოლის Bilgi უნივერსიტეტის წარმომადგენლის მობილობა ტრეინინგის მიზნით, სტუ-ში









07/29/2022

2022 წლის 11 – 15 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის მიზნით, სტუმრობდა პროექტის კოორდინატორი სტამბოლის Bilgi უნივერსიტეტის (Istanbul Bilgi University) (სტამბოლი, თურქეთი) ბიბლიოთეკისა და ელ-რესურსების დეპარტამენტის თანამშრომელი, საბიბლიოთეკო სერვისების მენეჯერი აბდულა ტურანი (Abdullah Turan).

აბდულა ტურანის მობილობა მიზნად ისახავდა უფრო ახლოს გაცნობოდა სტუ-ს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკას, იქ მიმდინარე პროცესებ, გაეზიარებინა თავისი, როგორც საბიბლიოთეკო სერვისების მენეჯერის მრავალწლიანი გამოცდილება ქართველი კოლეგებისთვის, ასევე, სამომავლოდ ერთობლივი პროფესიული აქტივობების დაგეგმვას ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან ერთად. აღნიშნული საკითხები დეტალურად იქნა განხილული სტუ-ს ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დირექტორთან, პროფ. ვაჟა პაპასკირთან სამუშაო შეხვედრებზე.
 
სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა თურქი სტუმრის მობილობის დეტალები, მათ შორის, პროგრამით გათვალსიწინებული სოციალურ-კულტურული აქტივობები. საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელშეწყობით, თურქ კოლეგას სტამბოლის Bilgi უნივერსიტეტიდან შესაძლებლობა მიეცა, უფრო ახლოს გაცნობოდა ქართულ სამზარეულოს, თბილისის ღირსშესანიშნაობებს.
 
 

 

სიახლეებში დაბრუნება