Erasmus+ - სტამბოლის Bilgi უნივერსიტეტის წარმომადგენლის მობილობა ტრეინინგის მიზნით, სტუ-ში









07/29/2022

2022 წლის 16 – 20 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის მიზნით, სტუმრობდა პროექტის კოორდინატორი სტამბოლის Bilgi უნივერსიტეტის (Istanbul Bilgi University) (სტამბოლი, თურქეთი) სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომელი ჰასან ილკერ ილდირიმი (Hasan Ilker Yildirim).

თურქი კოლეგის მობილობა მიზნად ისახავდა უფრო ახლოს გაცნობოდა უცხოელი სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებულ პროცედურებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და შესაბამისი გამოცდილების გაზიარებას.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრებზე განხილული იქნა ჰასან ილკერის მობილობის დეტალები. ასევე, თურქმა სტუმარმა ქართველ კოლეგებს გაუზიარა თავისი უნივერსიტეტის გამოცდილება საერთაშორისო სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებით და ამ მხრივ, პანდემიის პირობებში შემუშავებულ რეგულაციებზე.

ასევე, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომელმა მარიკა ზვიადაძემ თურქ სტუმარს დაათვალიერებინა პოპულარული სტუ-ს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა და იქ დაცული უნიკალური გამოცემები.

ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის პროგრამა ითვალისწინებდა სოციალურ-კულტურულ აქტივობებსაც და სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელშეწყობით, სტამბოლის Bilgi უნივერსიტეტის წარმომადგენელს  შესაძლებლობა მიეცა, უფრო ახლოს გაცნობოდა თბილისისა და მცხეთის ღირსშესანიშნაობებს.




 

სიახლეებში დაბრუნება