Erasmus+ - სალექციო კურსი დაბინძურებული ნიადაგის გაწმენდის საკითხებთან დაკავშირებით, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე









07/28/2022 2022 წლის 11 – 15 ივლისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, აკადემიური საქმიანობის განხორციელების მიზნით სტუმრობდა ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის (Vytautas Magnus University) (კაუნასი, ლიეტუვა) პროფესორი ვალდას პაულაუსკასი (Valdas Paulauskas).

პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტის გარემოსდაცვისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობისას ჩაატარა ონლაინლექცია სტუ-ს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის, სადაც თავის კოლეგებსა და სტუდენტებს წარმოუდგინა დაბინძურებული ნიადაგის გაწმენდასთან დაკავშირებული კვლევები და მიღებული შედეგები, გაუზიარა საკუთარი გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით.

ფაკულტეტზე შეხვედრის დროს, მან, ასევე, ჩაატარა პრეზენტაცია ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის შესახებ, სადაც ვრცლად ისაუბრა უნივერსიტეტის ისტორიაზე და იქ მიმდინარე საგანმანათლებლო-კვლევით პროცესებზე.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილთან სამუშაო შეხვედრისას განხილული იქნა ტექნიკურ უნივერსიტეტში განსახორციელებელი აკადემიური მობილობის დეტალები და წარმოდგენილი იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია.

საგულისხმოა, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის პროგრამა ითვალისწინებდა სხვადასხვა სოციალურ-კულტურულ აქტივობებსაც და სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტისა და სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, პროფ. გიორგი აბრამიშვილის ხელშეწყობით, ლიეტუველ კოლეგას შესაძლებლობა მიეცა, უფრო ახლოს გაცნობოდა საქართველოს ტრადიციებსა და კულტურას.

 

სიახლეებში დაბრუნება