Erasmus+ - სალექციო კურსი საქართველოს სატრანსპორტო ლოჯისტიკის შესახებ კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში









07/28/2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის, ტრანსპორტისა და მრეწველობის მენეჯმენტის აკადემიური დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი დავით ჯაფარიძე, ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში, ლექციების მიზნით 2022 წლის 20-24 ივლისს პოლონეთში, ქ. კოშალინში, კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს (Politechnika Koszalinska / Koszalin University of Technology - KUT) სტუმრობდა.

კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, დავით ჯაფარიძემ წაიკითხა ლექციების კურსი შემდეგ თემებზე: 1. საქართველოს სატრანსპორტო ლოჯისტიკის სტრატეგიული განვითარების გეგმა; 2. ინოვაციური კომპეტენციებისა და სამეწარმეო უნარების გაძლიერება საინჟინრო განათლებაში; 3. სასრული ელემენტების ანალიზის (FEA) ან სასრული ელემენტების მეთოდის (FEM) შესავალი სამეწარმეო ინჟინერიაში.

დავით ჯაფარიძე ასევე დაესწრო რიგით მე-10 ზედაპირული ინჟინერიის, მე-6 გამოყენებითი და მდგრადი ინჟინერიის და პირველი ელექტრონიკისა და ინფორმატიკის ტენდენციების საერთაშორისო სამეცნიეორო კონფერენციას, სადაც წარადგინა პრეზენტაცია საქართველოს სატრანსპორტო ლოჯისტიკის სტრატეგიული განვითარების გეგმის შესახებ. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, ნინო ჟიჟილაშვილი და ლიკა რუხაძე.

მობილობის პერიოდში ასისტენტ პროფესორი დავით ჯაფარიძე შეხვდა ელექტრონიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტის დეკანს პროფესორ კშიშტოფ როკოშს, საუბარი შეეხო ორ უნივერსიტეტს შორის არსებული კავშირის გაღრმავებას, კერძოდ სტუდენტების გაცვლითი და ორმაგი დიპლომის პრორამების განხორციელების პერსპექტივებს. შეხვედრის ფარგლებში დავით ჯაფარიძემ წარადგინა პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის შესახებ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის, და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებს შორის საქმიანი ურთიერთობები, ადგილობრივი პროფესორ მასწავლებლების შეფასებით არის ძალიან შედეგიანი და როგორც მასპინძლების მხრიდან აღინიშნა, იგი ხელს შეუწყობს სამომავლო ურთიერთობების გაძლიერებას.


 

სიახლეებში დაბრუნება