Erasmus+ - სალექციო კურსი საქართველოს რკინიგზის რეინჟინერინგისა და მისი პროექტების მართვის ოპტიმიზაციის შესახებ ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში









07/28/2022 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის, ტრანსპორტისა და მრეწველობის მენეჯმენტის აკადემიური დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი დავით ჯაფარიძე, ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში, ლექციების მიზნით 2021 წლის 5-12 დეკემბერს, ეწვია კაუნასის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტს (Vytautas Magnus University - VMU) - ლიტვა.

ახალგაზრდა ქართველმა ასისტენტმა წაიკითხა ლექციების კურსი ბიოეკონომიკის ფაკულტეტზე, თემაზე საქართველოს რკინიგზის რეინჟინერინგი და მისი პროექტების მართვის ოპტიმიზაცია. ლექციებზე მან სტუდენტებთან ერთად განიხილა საქართველოს რკინიგზის პოტენციალი და ამ მხრივ არსებული გამოწვევები.

მობილურობის დროს   ასისტ. პროფ.  დავით ჯაფარიძემ სამუშაო შეხვედრები გამართა ფაკულტეტის ასოც. პროფ. აიდა ადამავიჩიენენთან, Erasmus + ინსტიტუციური კოორდინატორთან, პროფესორი ეგლე იანუშკევიჩიენენთან და  ასევე  ბიზნესისა და სოფლის განვითარების მართვის დეპარტამენტის უფროსთან მილიტა ვიენაჟინდიენენთან. შეხვედრებზე განიხილეს ორივე უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევითი და საგანმანათლებლო პროცესები და ახალი ერთობლივი კვლევითი პროექტის განხორციელების პერსპექტივები.

 

სიახლეებში დაბრუნება