Erasmus Student Network Georgia-ს ახალი პროექტი ReCONNECT Erasmus+ Alumni in Georgia









07/28/2022 Erasmus Student Network Georgia იწყებს ახალ პროექტს ReCONNECT Erasmus+ Alumni in Georgia. პროექტი ESAA-ს (Erasmus+ Students and Alumni Alliance) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოში Erasmus+ ქვემოთ აღნიშნული სასტიპენდიო სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულების გაძლიერება და მათი ქსელის შექმნა:

• საერთაშორისო კრედიტების მობილობა (ICM)
• Erasmus Mundus Joint Master Degree (EMJMD)

პროექტი სამი ნაწილისგან შედგება:
• 12-14 აგვისტოს გასვლითი ტრეინინგი კახეთში
• მონაწილეების მიერ პროექტების განხორციელება
• დასკვნითი კონფერენცია

პროექტის გათვლილია 40 ახალგაზრდისთვის. მათგან 20 მონაწილე აპლიკაციის საფუძველზე შეირჩევა, 20 კი - ESN Tbilisi-ს მოხალისეებიდან დაკომპლექტდება.

მონაწილეობა შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომელბიც Erasmus+ სემესტრული გაცვლითი პროგრამებით საზღვარგარეთ სწავლობდნენ.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ პროექტის სააპლიკაციო ფორმა და ღონისძიების ბმული.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ.ფოსტა: info.esntbilisi@gmail.com

 

სიახლეებში დაბრუნება