Erasmus+ - სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის თანამშრომლის მობილობა ტრეინინგის მიზნით, სტამბოლის Bilgi უნივერსიტეტში









07/25/2022

მოგახსენებთ, რომ 2021-2022 სასწავლო წელს მონაწილეობა მივიღე ერასმუს+ გაცვლით პროგრამის კონკურსში და მოვიპოვე მობილობის უფლება როგორც ადმინისტრაციულმა პერსონალმა სტამბულის ბილგის უნივერსიტეტში. ჩემი ვიზიტი სტამბულის ბილგი უნივერსიტეტში შედგა 2022 წლის 27 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით.

ვიზიტის ფარგლებში მობილობის ხელშეკრულებით დაგეგმილი ღონისძიებები განხორციელდა წარმატებით, კერძოდ:

1. შეხვედრა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წევრებთან სელინ მერალთან და ჯერენ აიდემირთან. მათთან განხილული იქნა უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის სხვა ფრომები გარდა ერასმუსისა, მათ შორის ორმხრივი ხელშეკრულებით სტუდენტების გაცვლის შესაძლებლობა. მათ მიერ დეტალურად იქნა მოწოდებული ინფორმაცია შესაძლო მატერიალურ-ტექნიკური რესურსის შესახებ და ზემოაღნიშნული შესაძლებლობების შესახებ.

2. შეხვედრა სამართლის ფაკულტეტის წარმომადგენლებთან, მათ შორის პროფესორებთან. სამართლის ფაკულტეტთან ერთად დაიგეგმა საერთაშორისო სამეცნიერო და სასწავლო მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებები, კერძოდ:

  • სტუდენტების მობილობასთან დაკავშირებით გაცნობილ იქნა ორივე მხარის მიერ შეთავაზებული სასწავლო კურსები როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის საფეხურზე, რომელიც ორივე უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას ერთი სემესტრით მობილობის წარმატებით განხორციელებაში, როგორც ერასმუს+ პროგრამით, ასევე ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.
  • საერთაშორისო სამართლის მიმართულებით ერთობლივი იმიტირებული პროცესების ორგანიზება, პირველ ეტაპზე მხოლოდ ამ ორი უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის, ხოლო პროექტის წარმატებით განხორციელების შემდგომ შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში.
  • აკადემიური პერსონალის მიერ საჯარო ლექციების შეთავაზება, ამ ეტაპზე ონლაინ რეჟიმში.
  • ერთ-ერთი პროფესორის, დოლუნაი ოზბერგის ინიციატივით დაიგეგმა ყოველწლიური ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის  - შავი ზღვის რეგიონის პოლიტიკურ-სამართლებრივი გამოწვევები - ორგანიზება ყოველი წლის შემოდგომაზე, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სტამბულის ბილგი უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და დოქტორანტებს, არამედ რეგიონში აკრედიტირებული უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალსა და დოქტორანტებს.

 

სიახლეებში დაბრუნება