ბურდურ მეჰმედ აკიფ ერსოის უნივერსიტეტი - Erasmus+ I საერთაშორისო კვირეული "წარმოიდგინე Erasmus+ მომავალი"









07/18/2022 2022 წლის 5-9 სექტემბერს ბურდურ მეჰმედ აკიფ ერსოის უნივერსიტეტში (Burdur Mehmet Akif Ersoy University) (ბურდური, თურქეთი) ტარდება Erasmus+ პირველი საერთაშორისო კვირეული "წარმოიდგინე Erasmus+ მომავალი" (“Let’s imagine the future in Erasmus+”), რომელშიც მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები. 

კვირეული მოიცავს საინტერესო აქტივობებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს არ შეუძლიათ აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა Erasmus+ გრანტის  ფარგლებში, ბურდურ მეჰმედ აკიფ ერსოის უნივერსიტეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 ან 2 მონაწილეს დაუფინანსებს აკომოდაციისა და სოციალური აქტივობების ხარჯებს (გარდა მგზავრობის თანხისა).

კვირეულის პროგრამა იხილეთ აქ.

დაინტერესებული პირები დაუკავშირდნენ სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტს: ადმინისტრაციული კორპუსი, ოთახი 221; ელ.ფოსტა: erasmusplus@gtu.ge

 

სიახლეებში დაბრუნება