ERASMUS+ - სალექციო კურსი დიფერენციალური განტოლებების თეორიის მიმართულებით, AGH კრაკოვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში









07/04/2022

2022 წლის 7 - 14 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი გიორგი ბაღათურია, Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამით იმყოფებოდა AGH კრაკოვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში (AGH University of Science and Technology in Krakow) (კრაკოვი, პოლონეთი). კრაკოვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში ყოფნისას, მასპინძელ მხარესთან  წინასწარ ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, მან წაიკითა ლექციები დიფერენციალური განტოლებების თეორიის ზოგიერთი გამოყენების შესახებ მექანიკაში.

აღნიშნული უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების წინაშე გაკეთებული პრეზენტაციების დროს, ძირითადად, წარმოდგენილი იყო მის მიერ ბოლო წლების განმავლობაში მიღებული შედეგები აღნიშნულ დარგში. ლექციათა კურსში, ასევე, განხილული იქნა ამ დარგში ცნობილი მეცნიერების მიერ ადრე მიღებული შედეგები და ნაჩვენები იქნა ამ შედეგების მნიშვნელობა როგორც თეორიული, ისე გამოყენებითი თვალსაზრისით.

პოლონურ უნივერსიტეტში მობილობის მთელი სამუშაო კვირის განმავლობაში მან მონაწილეობა მიიღო Erasmus+ II საერთაშორისო კვირეულში (International staff week) - თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეულში, სადაც გააკეთა ორი პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ; ჰქონდა გაცნობითი და საქმიანი შეხვედრები უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და დოქტორანტებთან.  ამ შეხვედრებისას, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილებოდა  სტუ-სა და კრაკოვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მომავალში გაგრძელების შესაძლებლობები.
 

 

სიახლეებში დაბრუნება