Erasmus+ - სალექციო კურსი მათემატიკის მიმართულებით, კილის უნივერსიტეტში









06/28/2022 2022 წლის 1 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფ. დავით ნატროშვილი Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში მივლინებით იმყოფებოდა ინგლისის კილის უნივერსიტეტში, მათემატიკის დეპარტამენტში დოქტორანტებისათვის ლექციების მოკლე კურსის წასაკითხად და ინგლისელ კოლეგებთან ერთობლივი სამენიერო მუშაობის ჩასატარებლად.

პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული გეგმის შესაბამისად, Erasmus+ მობილობის ინტენსიური პროგრამა ითვალისწინებდა შემდეგი აქტივობების განხორციელებას კილის უნივერსიტეტში:
  • ლექციების მოკლე კურსი დოქტორანტებისა და მაგისტრებისთვის (ფუნქციური სივრცეები, განზოგადებული წარმოებულები, განზოგადებული ფუნქციების გამოყენება კერძოწარმოებულიანი დიფერენცალური განტოლებებისათვის სასაზღვრო ამოცანების გამოკვლევაში);
  • სამეცნიერო კონსულტაციები და დისკუსიები (პროფესორები ი. კაპლუნოვი - J. Kaplunov,  ი. ფუ - Y. Fu, დ. პრიკაზჩიკოვ - D. Prikazchikov); ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ინგლისელ კოლეგებთან განიხილა ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შესაძლებლობები, ერთად დაისახა მომავალი სამეცნიერო თანამშრომლობის გეგმები და დაკონკრეტდა მომავალი სამეცნიერო საგრანტო თემატიკის საკითხები;
  • ჩატარდა კონსულტაციები აკადემიურ სასწავლო პროცესებთან დაკავშირებით და კოლეგებმა ერთმანეთს გაუზიარეს სწავლების ახალი ფორმების განვითარებისა და შემდგომი დანერგვის  შესაძლებლობები;
  • ჩატარდა ინდივიდუალური კონსულტაციები მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის გამოყენებითი მათემატიკის სხვადასხვა თემატიკასთან დაკავშირებით;
  • ჩატარდა კონსულტაციები და დისკუსიები დრეკადობის არალოკალური თეორიის ინტეგრალური განტოლებების შესახებ (დოქტორი ლ. პრიკაზჩიკოვა - L. Prikazchikova);
ცნობილი ქართველი მათემატიკოსი, ასევე, დაესწრო რამდენიმე ლექციას და სემინარს ტალღათა გავრცელების თეორიაში.

 

სიახლეებში დაბრუნება