Erasmus+ - სტუ-ს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის წარმომადგენლის მობილობა ტრეინინგის მიზნით ალიკანტეს უნივერსიტეტში









05/31/2022 2022 წლის 1-7 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ასოც. პროფ. ბორის გითოლენდია Erasmus+ ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში, ტრეინინგის მიზნით იმყოფებოდა პროექტის კოორდინატორ ალიკანტეს უნივერსიტეტში (University of Alicante) (ალიკანტე, ესპანეთი).

ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდა ლექტორს ალიკანტეს უნივერსიტეტში უშუალოდ მასპინძლობდა საერთაშორისო მობილობის ოფისის დირექტორი პროფ. ხოსე ლუის ოლივერ რამირესი (José Luis Oliver Ramírez). მისი უშუალო ორგანიზებითა და საერთაშორისო ოფისის მიერ დაგეგმილი დღის წესრიგის შესაბამისად, ბ. გითოლენდია დაესწრო  მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს, მათ შორის შეხვედრებს ეკონომიკისა და ბიზნესის, ასევე, სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტებზე. გაიმართა შეხვედრები საერთაშორისო ოფისის საფაკულტეტო კოორდინატორებთან და შესაბამისი ფაკულტეტების აკადემიურ პერსონალთან. ვიზიტის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა სახის საჯარო და საქმიანი შეხვედრები, ვორქშოპები და პრეზენტაციები.

შეხვედრებზე განხილული იქნა ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივები. ბორის გითოლენდიას მიერ ზემოთ დასახელებულ ყველა შეხვედრაზე წარდგენილი იყო ვრცელი პრეზენტაციები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ERASMUS+ ფარგლებში თანამშრომელთა მობილობის გააქტიურება და შესაძლებლობების ზრდა საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის გაძლიერების კუთხით.

 

სიახლეებში დაბრუნება