ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა პარიზ-საკლეს უნივერსიტეტში - I საერთაშორისო კვირეული საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის (ICM Staff Week)









05/29/2022 პარიზ-საკლეს უნივერსიტეტი (Paris-Saclay University) (ჟიფ-სიურ-ივეტი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში ორგანიზებას უკეთებს პირველ საერთაშორისო კვირეულს თანამშრომლებისთვის, რომელიც გაიმართება 2022 წლის 10-14 ოქტომბერს - Erasmus+ ICM Staff Week.

საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობა შეუძლიათ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებს, რომელთა საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება უნივერსიტეტში სტუდენტებისა და თანამშრომელთა Erasmus+ მობილობის განხორციელებასთან დაკავშირებულ აქტივობებს. ამასთან დაკავშირებით გათვალისწინებულია პრაქტიკული სემინარები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა Erasmus+ პროცედურები და მენეჯმენტი წამსვლელი და მისაღები კონტიგენტისთვის (სტუდენტები, აკადენიური და ადმინისტრაციული პერსონალი); Erasmus+ ახალი კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებები - ინკლუზია და მდგრადი გარემოს დაცვა; ვირტუალური მობილობა და სწავლებასთან დაკავშირებული ინოვაციები. კვირეულის პროგრამა, ასევე, მოიცავს სამუშაო შეხვედრებს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისებში, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და ახალი კონტაქტების დამყარების (ნეტვორქინგი) მიზნით. 

პარიზ-საკლეს უნივერსიტეტში Erasmus+ საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მისაღებად სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის აუცილებელია ონლაინრეგისტრაციის გავლა მიმდინარე წლის 31 მაისამდე.

კანდიდატების შერჩევის პროცესს სრულად განახორციელებს კოორდინატორი უნივერსიტეტი.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება პარიზ-საკლეს უნივერსიტეტიდან თანხმობის მიღების შემთხვევაში, 2022 წლის 10-14 ოქტომბერს (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან პარიზ-საკლეს უნივერსიტეტში. უპირატესობა მიენიჭება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომელთა საქმიანობა უშუალოდ Erasmus+ გაცვლით პროექტების განხორციელებას უკავშირდება).

 

სიახლეებში დაბრუნება