საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია - ვაკანსია სტუდენტებისთვის რადიომონიტორინგის ინჟინრის პოზიციაზე









05/25/2022 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ტელეკომუნიკაციების, რადიოტექნიკის, ელექტრონიკის, ფიზიკის, რადიოფიზიკის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების/მეცნიერებების ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ მონაწილეობა სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის რადიომონიტორინგის ინჟინრის პოზიციაზე გამოცხადებულ შესარჩევ კონკურსში და გახდნენ კომუნიკაციების კომისიის გუნდის წევრები.

- თუ სწავლობთ ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებიდან ერთ-ერთს;
- თუ გაინტერესებთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და განვითარებადი დარგი - მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფერო, რომელიც აერთიანებს ტელე და რადიო მაუწყებლობას, ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო და ინტერნეტმომსახურებას;
- თუ გაინტერესებთ დარგში არსებული გამოწვევებიც და თვალს ადევნებთ განვითარების ტენდენციებს;
- თუ გსურთ, გადადგათ პირველი ნაბიჯები კარიერაში და დაუკავშიროთ თქვენი პირველი სამუშაო გამოცდილება ორგანიზაციას, რომელიც არის საქართველოში სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარების განმსაზღვრელი არქიტექტორი, აუცილებლად უნდა გაეცნოთ ვაკანსიის დეტალებს და სურვილის შემთხვევაში, შეავსოთ განაცხადი მითითებულ ბმულზე, მოთხოვნილი წესის შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაციისათვის:
საკონტაქტო პირი:
სოფიო კაციტაძე
ტელ: +995 322393617; 555021682
ელ-ფოსტა:  vacancy@comcom.ge

 

სიახლეებში დაბრუნება