ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში - 2022/23 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი









05/20/2022 ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტი (Polytechnic Institute of Beja - IPBeja) (ბეჟა, პორტუგალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 17.06.2022.

შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 21 ივნისამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 24 ივნისამდე.

ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით სტუდენტებისთვის სასარგებლო დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. უპირატესობა მიენიჭება შემდეგ სპეციალობებს: მენეჯმენტი, სოფლის მეურნეობა, გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები, კვების ტექნოლოგია).

აკადემიური და ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 17.06.2022.

შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 21 ივნისამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 24 ივნისამდე.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური პერსონალის მობილობა ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. პრიორიტეტულია შემდეგი სსპეციალობები: მენეჯმენტი, სოფლის მეურნეობა, გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები, კვების ტექნოლოგია. ასევე, 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტიდან).

 

სიახლეებში დაბრუნება