მაროკოს Erasmus+ ეროვნული ოფისი - Erasmus სამეცნიერო დღეები 2022









05/13/2022 2022 წლის 17-18 ოქტომბერს მარაკეშში (მაროკო) გაიმართება პირველი „Erasmus სამეცნიერო დღეები 2022“, რომელიც ეძღვნება უმაღლესი განათლებისა და ინოვაციების სფეროში უმაღლესი დონის სამეცნიერო გაცვლებს. ღონისძიება მაროკოს Erasmus+ ეროვნული ოფისის ორგანიზებით და, ასევე, უმაღლესი განათლების, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების სამინისტროს, მაროკოში ევროკავშირის დელეგაციისა  და უნივერსიტეტების პრეზიდენტთა მაროკოს კონფერენციის (Moroccan Conference of University Presidents - CPU) ხელშეწყობით ჩატარდება.
 
საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება როგორც პირისპირ, ისე ონლაინრეჟიმში და მისი თემატიკა ეხება უმაღლეს განათლებასა და ინოვაციებში თანამშრომლობასა და კვლევებს და მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
  • განათლება, ტრეინინგი, შრომის კომპეტენციები
  • სტუდენტებისა და თანამშრომლების აკადემიური მობილობა უმაღლეს განათლებაში
  • ინტერნაციონალიზაცია
  • ინკლუზია / შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები უმაღლეს განათლებაში
თეზისების წარდგენის ბოლო ვადა: 01.07.22 (შესაძლებელია, სრული სტატიის წარდგენაც).

შერჩეული სტატიები გამოქვეყნდება ინდექსირებულ ჟურნალში.

საერთაშორისო კონფერენციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცა იხილეთ აქ.

საკონტაქტო ელ.ფოსტა: erasmus@erasmusplus.ma

 

სიახლეებში დაბრუნება