საერთაშორისო აკადემიური ჟურნალი „European Journal of Management Issues“ - ცხადდება სტატიების მიღება









05/10/2022 ქართველ მეცნიერებს, მკვლევრებსა და სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, გამოაქვეყნონ სამეცნიერო სტატიები უკრაინაში დაფუძნებულ საერთაშორისო აკადემიურ ჟურნალში "ევროპული ჟურნალი მენეჯმენტის საკითხებზე" („European Journal of Management Issues“). ჟურნალი გამოდის წელიწადში ოთხჯერ (მარტი, ივნისი, სექტემბერი, დეკემბერი) და მოიცავს შემდეგ სფეროებს:
  • 051 - ეკონომიკა
  • 072 - ფინანსები, საბანკო და სადაზღვევო საქმე
  • 073 - მენეჯმენტი
  • 075 - მარკეტინგი
  • 076 - მეწარმეობა, სავაჭრო და გაცვლითი საქმიანობა
  • 241 - სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი
  • 242 - ტურიზმი
  • 292 - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები
სამუშაო ენებია ინგლისური, უკრაინული და რუსული.

ყველა ნაშრომს მიენიჭება DOI იდენტიფიკატორი (DOI:10.15421/19xxxxxx).

ჟურნალი ინდექსირებულია Publons, Google Scholar, ScienceGate და სხვა მონაცემთა ბაზებში.

სტატიის გამოქვეყნების საფასური (APCs) არის 60 ევრო ვრცელი სტატიისთვის (8000 სიტყვამდე) და 30 ევრო მოკლე ნაშრომისთვის (4000 სიტყვამდე).

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჟურნალის ვებგვერდს.

 

სიახლეებში დაბრუნება