ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2021/2022 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი (განმეორებითი კონკურსი)









05/06/2022 კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (კოშალინი, პოლონეთი) (Politechnika Koszalinska / Koszalin University of Technology - KUT) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 11.05.2022.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 13 მაისამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 17 მაისამდე.

კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტთან შეთანხმების მიხედვით, კოორდინატორის მითითებით, კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში 2022 წლის 20 - 25 ივნისს დაგეგმილ საერთაშორისო ვორქშოპებში მონაწილეობის მიღების გათვალისწინებით (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 აკადემიური პერსონალის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში და პრიორიტეტი მიენიჭება საინჟინრო მიმართულებებს).

 

სიახლეებში დაბრუნება