კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - საერთაშორისო ვორქშოპები 2022









05/06/2022 2022 წლის 20-26 ივნისს კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (Koszalin University of Technology) (კოშალინი, პოლონეთი) გაიმართება საერთაშორისო პრაქტიკული სემინარები/ვორქშოპები: ზედაპირის ტექნოლოგიების X საერთაშორისო ვორქშოპი, გამოყენებითი და მდგრადი ინჟინერინგის VI საერთაშორისო ვორქშოპი და I საერთაშორისო ვორქშოპი ელექტრონიკასა და ინფორმატიკაში არსებულ ტენდენციებთან დაკავშირებით.

ღონისძიება ნაწილობრივ დაფინანსებულია საუნივერსიტეტო სწავლების ცენტრალური ევროპული გაცვლითი პროგრამითა (Central European Exchange Program for University Studies - CEEPUS) და Erasmus+ პროგრამით და ტარდება კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის, პროფ. დანუტა ზავადსკას (Danuta Zawadzka) პატრონაჟით.

შესაძლბელია დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ვორქშოპებში ონლაინ მონაწილობაც, პრეზენტაციის ხანგრძლივობა - მაქს. 15 წუთი.

მოკლე რეზიუმესთან ერთად, მოხსენება უნდა გაიგზავნოს ელ.ფოსტაზე:  workshop@tu.koszalin.pl, 2022 წლის 31 მაისამდე.

საერთაშორისო პრაქტიკულ სემინართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება