Erasmus+ - სალექციო კურსი თანამედროვე ორგანული ქიმიის კონცეფციის შესახებ









04/27/2022

2022 წლის 28 მარტიდაან 1-ელ აპრილამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში სტუმრობდა პოლონეთის იაგელონიის უნივერსიტეტის (Jagiellonian University) ქიმიური დეპარტამენტის მეცნიერ-თანამშრომელი, ასისტ. პროფ. სებასტიან პიოტრ ბასი (Sebastian Piotr Baś).

ახალგაზრდა პოლონელი ასისტენტ პროფესორი სტუ-ში იმყოფებოდა ლექციების ჩატარების მიზნით აკადემიური პერსონალის მობილობის პროექტით, რომელშიც მონაწილეობს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია იაგელონიის უნივერსიტეტი.

მან ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა სალექციო კურსი თანამედროვე ორგანული ქიმიის კონცეფციის შესახებ. ასევე, ონლაინ ფორმატში შეხვდა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და გაუზიარა მათ თავისი გამოცდილება და მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ასიმეტრიული ორგანოკატალიზის მიმართულებით.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრებში პოლონელმა სტუმარმა ისაუბრა იაგელონიის უნივერსიტეტის შესახებ, თავის სამეცნიერო აქტივობებსა და მიღწევებზე.

მობილობის პროგრამით გათვალისწინებული სოციალურ-კულტურული ღონისძიებების ფარგლებში, სტუ-ს საერთაშორისო ურთერთობების დეპარტამენტის ხელშეწყობით,  პოლონელმა სტუმარმა თბილისის ისტორიული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა.



 

სიახლეებში დაბრუნება