ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვილნიუს TECH - ვილნიუსის გედიმინას ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი









04/26/2022 ვილნიუს TECH - ვილნიუსის გედიმინას ტექნიკური უნივერსიტეტი (Vilnius Gediminas Technical University - VILNIUS TECH) (ვილნიუსი, ლიეტუვა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 11.05.2022.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 13 მაისამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 17 მაისამდე.

ინფორმაცია ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების შესახებ იხილეთ აქ.

სტუ-ს მიერ ნომინირებულმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია მიმღებ უნივერსიტეტში, მიმდინარე წლის 30 მაისამდე.

აკომოდაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

Erasmus+ სტუდენტებისთვის დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ვილნიუს TECH-ში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: კომპიუტერული ინჟინერია, გარემოს დაცვა (წყლის მენეჯმენტი), გარემოს დაცვის ტექნოლოგიები, მექანიკა, მექატრონიკა, სამშენებლო, არქიტექტურა და საქალაქო ურბანული დაგეგმარება).

 

სიახლეებში დაბრუნება