გაცვლითი პროგრამა AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი









04/13/2022 AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (AGH University of Science and Technology) (კრაკოვი, პოლონეთი) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 6.05.2022.
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 11 მაისამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 13 მაისამდე.

AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.  https://www.international.agh.edu.pl/eng/main/ 

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(განსაზღვრულია ბაკალავრიატის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: გარემო, ინჟინერია და საინჟინრო საქმე, წარმოება და გადამუშავება, არქიტექტურა და მშენებლობა).

 

სიახლეებში დაბრუნება