ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









04/12/2022 სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტი (Istanbul Bilgi University) (სტამბოლი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 06.05.2022.

შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 11 მაისამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 13 მაისამდე.

სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საგაზაფხულო სემესტრის განმავლობაში. აკადემიური თანამშრომლის მობილობა უნდა განხორციელდეს 19 ივნისამდე, ადმინისტრაციულის - შესაძლებელია ივლისშიც (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: მექანიკა-მანქანათმშენებლობა, კომპიუტერული მეცნიერებები, ბიზნესადმინისტრირება და დიზაინი).

 

სიახლეებში დაბრუნება