ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტის სასწავლო კურსები სტუდენტებისთვის - 2022/23 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი









03/30/2022

ჩეხეთის რესპუბლიკის ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტი (University of Hradec Králové - UHK) აცხადებს ონლაინ სასწავლო კურსებს სტუდენტებისთვის, ფილოსოფიის ფაკულტეტზე, 2022/2023 აკადემიურ წლის საზაფხულო სემესტრისათვის.

პროგრამა 1 სემესტრის განმავლობაში (2022 წლის სექტემბრის შუა რიცხვებიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით) გაგრძელდება. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.

სასწავლო კურსების თემატიკა მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:

  • არქეოლოგია
  • საარქივო მეცნიერება
  • ისტორია
  • ილოსოფია
  • პოლიტიკური მეცნიერებები
  • სოციოლოგია
  • სოციალური მუშაობა

უნივერსიტეტი სტუდენტებს საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელს შეღავათიან ფასად სთავაზობს. საცხოვრებელის, კვებისა და ტრანსპორტის ხარჯების დასაფარად, სტუდენტისათვის საკმარისია დაახლოებით 350-550 $.

პროგრამა განკუთვნილია საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ გაიღრმაონ ცოდნა ევროპული პოლიტიკის, საზოგადოებისა და აზროვნების შესახებ. პროგრამის მონაწილეები არ იხდიან სწავლის გადასახადს. პროგრამა არ ითვალისწინებს სტიპენდიას. სწავლების ფორმატს (ონლაინ- თუ დასწრებით), მობილობის პერიოდში ეპიდვითარების მიხედვით, განსაზღვრავს მიმღები უნივერსიტეტი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან შესაძლებელია 4 სტუდენტის მობილობა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სააპლიკაციო განაცხადების https://gtu.ge/erasmus+.php წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 15 აპრილი.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო განაცხადების ელექტრონული ვერსიები უნდა გადააგზავნონ შემდეგ ელ.ფოსტაზე: erasmusplus@gtu.ge

უცხო ენაში შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება ჩატარდება 2022 წლის 20 აპრილამდე.

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება 2022 წლის 30 აპრილამდე.

ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტში წარსადგენად საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი იხილეთ აქ. https://www.uhk.cz/en/philosophical-faculty/exchanges/non-european-programmes

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ. https://www.uhk.cz/en/philosophical-faculty/exchanges/practical-information

საკონტაქტო პირი:

ტომაშ ჰერჩიკი (Tomáš Herčík)

ელ.ფოსტა: tomas.hercik@uhk.cz


 

სიახლეებში დაბრუნება