განათლების გამოფენა „აირჩიე საფრანგეთი“









03/16/2022 2022 წლის 18 მარტს,14:00-იდან 18:00 საათამდე, Campus France Géorgie და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი დაინტერესებულ პირებს იწვევს ონლაინ სტუდენტურ გამოფენაზე „აირჩიე საფრანგეთი“. 

ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა წინასწარ უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია.

დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, ონლაინფორმატში პირდაპირ გაესაუბრონ ფრანგული უმაღლესი სკოლებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენელებს, რაც დაეხმარებათ, უკეთ მოამზადონ მომავალი სასწავლო წლის პროექტი. შესაძლებელია დეტალური ინფორმაციის მიღება ჩარიცხვის პროცედურებზე; დაფინანსების შესაძლებლობებზე; სასწავლო კურსებზე  და საფრანგეთში სტუდენტური ცხოვრების შესახებ.

პრეზენტაცია გაიმართება ინგლისურ და ქართულ ენებზე.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ ღონისძიების პროგრამა და Facebook გვერდი.



 

სიახლეებში დაბრუნება