ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის









02/21/2022 Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით მორიგი (რიგით მესამე) ონლაინკონსულტაცია სტუდენტებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 21 თებერვალს, 14:00 საათზე, თანამშრომლებისთვის - პარასკევს, 25 თებერვალს, 11:00 საათზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, შეუერთდნენ ჯგუფს ფეისბუკგვერდზე, გაეცნონ ინფორმაციას უნივერსიტეტის Erasmus+ ვებგვერდზე,  ასევე, გზამკვლევს.

COVID-19 კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მოცემულ ეტაპზე შეხვედრები ონლაინრეჟიმში წარიმართება. დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.

ონლაინკონსულტაციაზე დასასწრებად საჭიროა webex-ის აპლიკაცია - https://www.webex.com/

შეხვედრის ლინკი
Marika Zviadadze's Personal Room 
https://meetingsamer37.webex.com/meet/pr1267627401

შეგახსენებთ: 2015 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს ერაზმუს+ (Erasmus+) პირველი აქტივობის (ინდივიდუალური სასწავლო მობილობა) ფარგლებში - საერთაშორისო მობილობას კრედიტების დაგროვებით - International Credit Mobility (ICM).

 

სიახლეებში დაბრუნება