სამუშაო შეხვედრა ფერფაქსის ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან









02/15/2022

11 თებერვალს, გაიმართა სამუშაო შეხვედრა ფერფაქსის ამერიკული უნივერსიტეტის (Fairfax University of America) წარმომადგენლებთან.

ონლაინშეხვედრა სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპატამენტის ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრაზე განხილული იქნა ამერიკული უნივერსიტეტის საინტერესო შემოთავაზება - ბიზნესისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით ერთობლივი (ორმაგი) ხარისხის პროგრამების შემუშავება.

შეხვედრაში ფერფაქსის ამერიკული უნივერსიტეტის მხრიდან მონაწილეობას ღებულობდნენ პროფ. ჰალილ ატაბაი (Halil Atabay), აკადემიური კოლაბორაციისა და პარტნიორობის კოორდინატორი (ზოგადი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი); დოქტორი ნს ჰასანი (NS Hasan), აკადემიური პროგრამების აღმასრულებელი დეკანი; ბიზნესისა და კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები დოქტორი მაიიადა (Mayyada) და დოქტორი ჩალა (Chala).

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები თეა მურვანიძე და ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილი; ინფორმატიკისა და მართვის სისტამების ფაულტეტის დეკანი, პროფ. თამარ ლომინაძე და ბიზნესტექნლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფ. რუსუდან ქუთათელაძე; შესაბამისი ფაკულტეტების დეკანის თანაშემწეები საერთაშორისო ურთიერთობებისა და მეცნიერების დარგში, პროფ. ლილი პეტრიაშვილი და ასოც. პროფ. გიორგი სულაშვილი.

ამერიკელმა და ქართველმა კოლეგებმა ერთმანეთს მოკლედ წარმოუდგინეს კომპიუტერული მეცნიერებებისა და ბიზნესის მიმართულებით უნივერსიტეტებში მიმდინარე აქტივობები და მიღწევები და განიხილეს ერთობლივი ხარისხის პროგრამების შემუშავებასთან დაკავშირებული სამუშაო დეტალები.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 8 თებერვალს სტუ-სა და ფერფაქსის ამერიკულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმიც გაფორმდა საერთაშორისო ურთიერთობების დეპატამენტის ორგანიზებით.

 

სიახლეებში დაბრუნება