Erasmus+ - სალექციო კურსი გეოინფორმაციულ სისტემებთან (GIS) დაკავშირებით, სტუ-ში









02/09/2022 2021 წლის 18–22 ოქტომბერს, Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სწავლების მიზნით სტუმრობდა პროექტის კოორდინატორი, კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (Kaunas University of Applied Sciences - KUAS) (კაუნასი, ლიეტუვა) ასოცირებული პროფესორი ვიტაუტე იუოდკიენე (Vytautė Juodkienė).

ახალგაზრდა ლიეტუველი მკვლევარი ტექნოლოგიების ფაკულტეტიდან (გარემოსდაცვის ინჟინერიის დეპარტამენტი) მობილობით სტუმრობდა სტუ-ს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტს, სადაც მან წაიკითხა სალექციო კურსი გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემებთან (GIS) დაკავშირებით.

ქართველ კოლეგებთან შეხვედრისას ლიეტუველი სტუმარი, ასევე, გაეცნო ფაკულტეტზე მიმდინარე საგანმანათლებლო-კვლევით პროცესებს, დაათვალიერა ფაკულტეტზე არსებული უახლესი ტექნიკით აღჭურვილ თანამედროვე ლაბორატორიები.

მობილობის ფარგლებში, ასევე, გაიმართა სამუშაო შეხვედრები სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში.


დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებზე საუბარი შეეხო უნივერსიტეტებში საგანმანათლებლო პროცესებთან დაკავშირებით პანდემიის შედეგად წარმოშობილ გამოწვევებს, ასევე, სტუ-ს სტუდენტებისთვის კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში სწავლების პერსპექტივებს, როგორც Erasmus+, ისე სხვა გაცვლითი სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში.

მობილობის პროგრამით გათვალისწინებული იყო შესაძლებლობა, ახალგაზრდა ლიეტუველ კოლეგას უფრო ახლოს გაეცნო საქართველო, მისი ისტორია და კულტურა.

ასოც. პროფ. ვიტაუტე იუოდკიენეს სტუ-ში მობილობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება