Erasmus+ - სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტის თანამშრომლის მობილობა ტრეინინგის მიზნით, სტუ-ში









02/08/2022

2022 წლის 24 –28 იანვარს, Erasmus+ ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ტრეინინგის მიზნით სტუმრობდა პროექტის კოორდინატორი, თურქეთის სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტის (Istanbul Bilgi University) წარმომადგენელი, ქალბატონი ვილდან ორანჯი (Vildan Orancı).

ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის პერიოდში ვილდან ორანჯი, როგორც თურქული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომელი, ეწვია ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ სამეცნიერო ბიბლიოთეკას, შეხვდა ბიბლიოთეკის დირექტორს, პროფ. ვაჟა პაპასკირს და ქართველ კოლეგებს გააცნო თავისი გამოცდილება საბიბლიოთეკო და ბიბლიოგრაფიული საქმიანობის პრინციპებთან დაკავშირებით. ქართველ კოლეგებთან შეხვედრაზე განიხილეს ბიბლიოთეკის მენეჯმენტისა და ელექტრონულ რესურსებზე წვდომის საკითხებიც.

მობილობის ფარგლებში, ასევე, გაიმართა სამუშაო შეხვედრები სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში. დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პროფ. დევი ხვედელიანთან და დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებზე საუბარი შეეხო უნივერსიტეტებში საგანმანათლებლო პროცესებთან დაკავშირებით პანდემიის შედეგად წარმოშობილ გამოწვევებს.

მობილობის ფარგლებში, ახალგაზრდა თურქ კოლეგას, ასევე,  შესაძლებლობა მიეცა, უფრო ახლოს გაცნობოდა საქართველოს, მის ისტორიასა და კულტურას.

 

სიახლეებში დაბრუნება