ბალზანის პრემია 2022









02/02/2022 ბალზანის საერთაშორისო ფონდი აცხადებს კონკურსს ბალზანის პრემიის მოსაპოვებლად.

ბალზანის პრემია 2022 (2022 Balzan Prizes) ითვალისწინებს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: მორალის ფილოსოფია; ეთნომუსიკოლოგია, ბიომასალები ნანომედიცინისა და ქსოვილების ინჟინერიისათვის, გამყინვარება და ყინულოვანი საფარის დინამიკა.

თითოეული მიმართულებით პრემიის ღირებულება 750,000 შვეიცარულ ფრანკს შეადგენს.
პრემიის ნახევარი გადაეცემა გამარჯვებულს მისი ნამუშევრის აღიარების აღსანიშნავად, ხოლო მეორე ნახევარი - კვლევითი პროექტებისთვის, რომლებშიც ჩართულნი იქნებიან ახალგაზრდა მკვლევრები ან მკვლევართა ჯგუფები.

ბალზანის პრემია 2022 კონკურსთან დაკავშირებით შესაბამისი ინსტრუქცია და დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება