I საერთაშორისო კონფერენცია ბიზნესის კვლევებსა და მენეჯმენტში: „COVID-19 პანდემიით გამოწვეული აქტუალური პრობლემები“









01/24/2022 2022 წლის 26-27 მაისს კასტილია-ლა მანჩის უნივერსიტეტში (ტოლედო, ესპანეთი) ტარდება 1-ელი საერთაშორისო კონფერენცია ბიზნესის კვლევებსა და მენეჯმენტში: „COVID-19 პანდემიით გამოწვეული აქტუალური პრობლემები“. ღონისძიების ორგანიზატორები არიან რომის უნივერსიტეტი „ტორ ვერგატა“ და უნივერსიტეტი კასტილია-ლამანჩა.

კონფერენცია ტარდება შერეული ფორმატით - შესაძლებელია როგორც ფიზიკურად დასწრება, ისე ონლაინ მონაწილეობა.

აბსტრაქტის წარდგენა შესაძლებელია 2022 წლის 24 იანვრიდან 3 აპრილამდე. მონაწილეობის საფასურია 80 ევრო (სტუდენტებისთვის - 40 ევრო), ონლაინ მონაწილეობის შემთხვევაში - 50 ევრო (სტუდენტებისთვის - 25 ევრო).

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომებიდან სტატიები გამოსაქვეყნებლად შეირჩევა შემდეგი ინდექსირებული ჟურნალებისთვის: 

• Business System Research Journal (Scopus and ESCI indexed)
• Journal of Information and Organizational Sciences (Scopus and ESCI indexed)
• Management: Journal of Sustainable Business and Management Solutions in Emerging Economies (EBSCO indexed)

კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება