ERASMUS+ - სალექციო კურსი მართვის სოციოლოგიის შესახებ ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში









11/28/2021

2021 წლის 18 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომელი, პედაგოგი თინათინ ჭარხალაშვილი Erasmus+ გაცვლით პროექტის (KA107 აქტივობა) ფარგლებში, აკადემიური მობილობის მიზნით, პროექტის კოორდინატორ ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტს (Polytechnic Institute of Beja) (ბეჟა, პორტუგალია) სტუმრობდა.

თინათინ ჭარხალაშვილი ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაესწრო კვირეულს ‘’აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთისა და ხმელთაშუა ზღვის პერსპექტივები’’, სადაც, ასევე, იმყოფებოდნენ ევროპის ქვეყნების სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა სახის საჯარო და საქმიანი შეხვედრები, ვორკშოპები და პრეზენტაციები.

პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდა ქართველმა პედაგოგმა მენეჯმენტის პირველი კურსის სტუდენტებს წაუკითხა ლექციების კურსი - სოციოლოგიის შესავალი და მართვის სოციოლოგია.

ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის სკოლაში, მობილობით მიწვეულ პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს  უმასპინძლა ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორმა, პროფ. ჟოაო პორტუგალიმ და ამავე სკოლის დირექტორმა პროფ. ჟოაო სანტოსმა. პორტუგალიელმა პროფესორებმა ვრცლად და საინტერესოდ ისაუბრეს ინსიტუტის დაარსებისა და ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ.

პროგრამის ფარგლებში საქმიანი შეხვედრები გაიმართა ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის წარმომადგენლებთან და ამავე ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლებთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აკადემიურ და ადმინისტრაციულ მობილობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხს და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

თინათინ ჭარხალაშვილი, სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, პროფესორ ვიქტორია ფიგიერას და პროფესორ ლუის ბრუნოს მასპინძლობით სტუმრობდა ფაკულტეტზე არსებულ ლაბორატორიებსა და ESTIG კვლევით და სასწავლო ცენტრებს. პრეზენტაცია ბიზნეს პროექტების შესახებ წარმოდგენილი იქნა ინსტიტუტის პროფესორების ფერნანდა პერეირასა და ფერნანდო ტეიშერას მიერ.


 

სიახლეებში დაბრუნება