პროექტი ErasmusJobs - ფინალური ონლაინ კონფერენცია









11/25/2021 Erasmus+ პროგრამის მხარდაჭერითა და ESN International საერთაშორისო ერაზმუსის სტუდენტური ქსელის ორგანიზებით, 7 დეკემბერს გაიმართება ErasmusJobs პროექტის საბოლოო ონლაინ კონფერენცია, სადაც აქტიურად იქნება ჩართული ESN Tbilisi ISU ლოკალური სექციაც.

კონფერენციაზე მონაწილეები მიირებენ დეტალურ ინფორმაციას ErasmusJobs ახალი პლატფორმის შესახებ, რომელიც შემდგომში მათ დასაქმებასა და პროფესიული გამოცდილების მიღებაში დაეხმარებათ. 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაციის ბოლო ვადაა 01.12.21.

ღონისძიებასთან დაკავშირებით ონლაინ სარეგისტრაციო ბმული და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.


 

სიახლეებში დაბრუნება