Junia ISEN Lille - მოწვეული პროფესორის სალექციო კურსი კომპიუტერულ მეცნიერებებში









11/22/2021 ISEN Lille უნივერსიტეტი (Junia ISEN Lille) (ლილი, საფრანგეთი) იწვევს უცხოელ კოლეგებს, რომელიც დაინტერესებული იქნება, როგორც მოწვეულმა პროფესორმა (Visiting Professor) ჩაატაროს  სალექციო კურსი (8-12 საათი).

სალექციო კურსის ჩატარების პერიოდია 2022 წლის 10 იანვრიდან 15 აპრილამდე (შეთანხმების მიხედვთ).
შესაძლებელია მობილობისთვის ერაზმუს მობილობის გამოყენებაც სწავლების მიზნით.

სალექციო კურსი ითვალისწინებს ISEN Lille უნივერსიტეტში 8-12 საათის წაკითხვას დასწრებულ ფორმატში, აუდიტორიში.

სალექციო კურსის კონტენტი:
  • კომპიუტერის არქიტექტურა და ქსელები
  • დამატებითი დაპროგრამება (C)
  • ვებ პროგრამირება (HTML, CSS, JS ჩარჩოები)
  • პროგრამული უზრუნველყოფის დაპროექტება (Java)
დეტალური ინფორმაციისათვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ფრანგ კოლეგას ISEN Lille უნივერსიტეტიდან:
ვირა ვანეპანი (Vira WANNEPAIN), საერთაშორისო თანამშრომლობის სპეციალისტი
საერთაშორისო ოპერაციებისა და ურთიერთობების დეპარტამენტი
ელ.ფოსტა: vira.wannepain@junia.com
ტელ.: 33 (0)3 28 38 48 23

 

სიახლეებში დაბრუნება