ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის









11/07/2021 Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ყოველკვირეული კონსულტაციები განახლდა მიმდინარე წლის 20 სექტემბრიდან. COVID-19 კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საჯარო შეხვედრები და კონსულტაციები შეჩერებულია, ამიტომ მოცემულ ეტაპზე შეხვედრები ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს, რომლის დროსაც დაინტერესებული პირები ღებულობენ დამატებით ინფორმაციას პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ და ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.

მორიგი ონლაინკონსულტაცია (მე-8) სტუდეტებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 8 ნოემბერს, 14:00 საათზე, თანამშრომლებისთვის - პარასკევს, 11 ნოემბერს, 11:00 საათზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, შეუერთდნენ ჯგუფს ფეისბუკგვერდზე, გაეცნონ ინფორმაციას უნივერსიტეტის Erasmus+ ვებგვერდზე, ასევე, გზამკვლევს.

ონლაინკონსულტაციაზე დასასწრებად საჭიროა webex-ის აპლიკაცია - https://www.webex.com/

შეხვედრის ლინკი
Marika Zviadadze's Personal Room
https://meetingsamer37.webex.com/meet/pr1267627401 | 1267627401

შეგახსენებთ: 2015 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს ერაზმუს+ (Erasmus+) პირველი აქტივობის (ინდივიდუალური სასწავლო მობილობა) ფარგლებში - საერთაშორისო მობილობას კრედიტების დაგროვებით - International Credit Mobility (ICM).

 

სიახლეებში დაბრუნება