საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ადამიანის უფლებების, სოციალური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის რეგულირება თანამედროვე მულტიკულტურულ სამყაროში”









11/03/2021 მულტიკულტურული ჯგუფის ორგანიზებით, 2021 წლის 20-21 დეკემბერს, ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ადამიანის უფლებების, სოციალური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის რეგულირება თანამედროვე მულტიკულტურულ სამყაროში”, რომელიც COVID-19 პანდემიის გამო, Zoom Platform-ის საშუალებით გაიმართება.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

კონფერენციის მთავარი თემაა თანამედროვე მსოფლიო გამოწვევები. სამუშაო ენა ინგლისურია.

კონფერენციის ორგანიზატორია ორგანიზაცია "მულტიკულტურული ჯგუფი" და მისი პარტნიორი ინსტიტუტები, ორგანიზაციები და ჟურნალები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველო; კვლევებისა და ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტი – ბიტოლა (Institute for Research and European Studies – Bitola), ჩრდილოეთ მაკედონია; თავისუფლებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ჟურნალი (Journal of Liberty and International Affairs), ჩრდილოეთ მაკედონია; ადამინის უფლებათა კვლევების ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო ცენტრი (Mediterranea International Centre for Human Rights Research), იტალია; საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო; სოციალური და საგანმანათლებლო მეცნიერებების საერთაშორისო ჟურნალი (International Journal of Social and Educational Sciences), თურქეთი; სანდო მომავლის სოციალური ინიციატივების პროფესიული კავშირი (Reliable Future Social Initiatives Public Union), აზერბაიჯანი.

აბსტრაქტის გაგზავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 5 დეკემბერი.

აბსტრაქტი დაახლოებით 150-250 სიტყვისგან უნდა შედგებოდეს და თან ახლდეს 5-7 საკვანძო სიტყვა.

სრული ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადაა 31 დეკემბერი, 2021 (არასავალდებულოა).

სერტიფიკატებს მიიღებენ მხოლოდ ის მონაწილეები, რომლებიც კონფერენციაზე წარადგენენ მოხსენებებს.

კონფერენციის თემებია სოციალური უსაფრთხოება; სახელმწიფო უსაფრთხოება; ადამიანის უფლებები; მსოფლიო გამოწვევები; მიგრაცია; ნებისმიერი სახის კონფლიქტი; ლობალური დათბობა და სხვა მსგავსი თემები.

შენიშვნა: კონფერენციის შემდეგ, ყველა ნაშრომი, რომელიც დააკმაყოფილებს საჭირო სტანდარტებს,  დაიბეჭდება ერთ-ერთ შემდეგ გამომცემლობაში, ხოლო ნაშრომების მომზადების სტანდარტები იხილეთ ქვემოთ მოცემულ გამომცემლობათა ბმულებში: 
საკონტაქტო პირი:
ემილია ალავერდოვი
ელ. ფოსტა: multiculturalgroup7@gmail.com

 

სიახლეებში დაბრუნება