ERASMUS+ - სალექციო კურსი “მულტიმედია და საინფორმაციო ომები” ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში









11/01/2021 11-16 ოქტომბერს, Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატენქოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი პროექტის კოორდინატორ ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

ავსტრიის უნივერსიტეტში მობილობა ითვალისწინებდა სააუდიტორიო ლექციების წაკითხვას თემაზე “მულტიმედია და საინფორმაციო ომები”, ასევე, სამუშაო შეხვედრებს ავსტრიელ კოლეგებთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

ახალგაზრდა ქართველი პროფესორის ლექციებმა მოწონება დაიმსახურა საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის ასზე მეტ სტუდენტს შორის, რომლებიც დიდი ინტერესით ესწრებოდნენ ყოველ შეხვედრას.

უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ქალბატონმა ულირკე ზიგერტიმ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა სტუმრის ვიზიტისადმი, სწორედ მან გაუწია მეგზურობა სტუს-ს პროფესორს ზალცბურგის უნივერსიტეტის ახალი კამპუსების დათვალიერებისას, საქმიან შეხვედრაზე კი გამოხატა სურვილი, რომ ქართველ და ავსტრიელ პროფესორებსა და სტუდენტებს მიეცეთ მეტი შესაძლებლობა, მიიღონ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა, რაც ერთობ შედეგიანია ორივე მხარისათვის.

ვიზიტით მიღებული გამოცდილება ზაზა ცოტნიაშვილმა სოციალური ქსელის საშუალებით გაუზიარა ქართველ პროფესორებსა და სტუდენტებს, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია Erasmus+ პროგრამის მიმართ.

 

სიახლეებში დაბრუნება