პროექტი PRINTeL - VI საინფორმაციო ბიულეტენი









10/24/2021 Erasmus+ PRINTeL პროექტის ფარგლებში გამოქვეყნდა VI საინფორმაციო ბიულეტენი სწავლების ინოვაციური მეთოდების შესახებ.  

VI საინფორმაციო ბიულეტენის დამუშავებასა და მისთვის სათანადო მასალების მომზადებას ხელმძღვანელობდნენ პროექტის კონსორციუმის წევრი ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის (Belarusian State University - BSU) თანამშრომლები: კონსტანტინ მულიარჩიკი (Konstantin Mulyarchik), ნატალია მანცურავა (Natallia Mantsurava) და სხვები, პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით.

PRINTeL პროექტის VI საინფორმაციო ბიულეტენი მოიცავს პარტნიორ ინსტიტუციებში პროექტის ფარგლებში განხორციელებული ისეთი აქტივობების შესახებ ინფორმაციას, როგორიცაა ტექნოლოგიებზე დაფუძნებული აქტიური სწავლების საკლასო ოთახებისა და ლექციის ჩამწერი სტუდიის შექმნა; სწავლებისა და სწავლის ვირტუალური აკადემიის ე.წ. VATL (Virtual Academy for Teaching and Learning) ვებპორტალი და ვირტუალური აკადემიური საზოგადოების შექმნა; პროექტის ფარგლებში პირველი ყოველწლიური სწავლებისა და სწავლის ფორუმის ჩატარება, სახელწოდებით „უმაღლეს განათლებაში ციფრული სწავლებისა და სწავლის საკითხები და პერსპექტივები“, პარტნიორ ინსტიტუციებში ინოვაციური პედაგოგიკის განვითარების წამახალისებელი ღონისძიებების განხორციელება პროექტის ფარგლებში შემუშავებული ინსტიტუციური რეგულაციის პროექტის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს კონკურსის საფუძველზე ინსტიტუციური ჯილდოს დაწესებას  ინოვაციურ პედაგოგიკაში წარმატებული მასწავლებლებისთვის როგორც ტექნიკურ, ისე ჰუმანიტარულ დარგებში. მე-6 საინოფრმაციო ბროშურაში, ასევე, წარმოდგენილია 12 ონლაინ მასტერკლასი „პედაგოგები ციფრულ ვირტუალურ სივრცეში“ და პედაგოგებისთვის ინოვაციურ და ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სწავლა-სწავლების სახელმძღვანელოს შემუშავება.

PRINTeL პროექტთან (პროექტი PRINTeL - „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერა სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გააქტიურებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“) დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ PRINTeL პროექტის ოფიციალური ვებგვერდი და სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება